იუტურნა – (რომ.) წყალთა ღვთაება. იუტურნა უყვარდა იუპიტერს. მის პატივსაცემად ეწყობოდა 11 იანვარს დიდი ზეიმი, რომელსაც იუტურნალიები ეწოდებოდა. სხვა მითოსით, იუტურნა იანუსის მეუღლე იყო, რომლისგანაც შვა წყაროთა და შადრევანთა ღვთაება ფონსი.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის