კავთისხევის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავთისხევის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კავთისხევში, ხვედრელიანთ უბანში, გორაკზე, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,95X4,6 მ), ნაგებია მოზრდილი პირმოსწორებული ლოდებით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შეკეთების დროს გაუფართოებიათ), ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. კამარა შეკეთების დროს დაუდაბლებიათ და ახლა აფსიდის სატრიუმფო თაღს უშუალოდ ერწყმის. დარბაზს ორი სარკმელი აქვს: სამხრეთისა ოთხკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი. სამხრეთი და დასავლეთი ფასადების კუთხის საპერანგე ქვები ჩამოცვენილია. რთულპროფილიანი, აგურის ხუთი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი ახალია. ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები