კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (სოფელ დიღომში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავთის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ დიღმის განაპირას, სამხრეთით, მთავარ გზასთან. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (12,25X7,85 მ), შვერილაფსიდიანი, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთის კარი გაუქმებულია. ეკლესიას ექვსი თაღოვანი სარკმელი აქვს: ერთი აფსიდშია, ორ-ორი – ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ერთი – დასავლეთის კედელში, კარის თავზე. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებით დარბაზი ხის კონსტრუქციის ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილია. იატაკზე მოგებულია თლილი ქვის კვადრები.

დასავლეთის ფასადზე კარის არქიტრავს ასრულებს არქივოლტი. არქიტრავის ზემოთ, სწორკუთხა ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას წრეთარგითა და ლილვით შედგენილი ლავგარდანი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები