კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა - კავშირგაბმულობის ურთიერთდაკავშირებული ავტომატიზებული ქსელების, კვანძების, ხაზების და მართვის სისტემის ერთობლიობა, რომელიც ჯარების (ძალების) მართვას უზრუნველყოფს. იგი წარმოადგენს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის ნაწილს.

კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ბრძანებების, განკარგულებების, დირექტივების და სხვა ტექსტობრივი და გრაფიკული საბრძოლო დოკუმენტების დაყვანას ადრესატებამდე, მონაცემების ავტომატიზებულ გაცვლას და აბონენტთა ავტომატური შეერთებით სატელეფონო საუბრების მიმდინარეობას.

კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის გადაცემისას კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემაში აპარატულ-პროგრამული ხერხით ხორციელდება მისი ავტომატური გასაიდუმლოება.

კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემისადმი წაყენებულია მოთხოვნებია: მუდმივი მზადყოფნა მუშაობისათვის, სიცოცხლისუნარიანობა, დაბრკოლებამედეგობა, საიმედოობა, დაცულობა, იმიტაციამედეგობა, გამტარუნარიანობა, მობილურობა, ინფორმაციის დროული, უტყუარი და ფარული გადაცემა.

განასხვავებენ სტაციონარულ და საველე (მოძრავ) კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემაებს.

სტაციონარული სისტემები მუდმივ სამუშაო მზადყოფნაშია და გამოიყენება ჯარების (ძალების) ყოველდღიური და საბრძოლო მართვისათვის მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს.

კავშირგაბმულობის საველე (მოძრავი) ავტომატიზებული სისტემები, რომელთა გაშლა ხორციელდება საომარი მოქმედების დაწყების წინ ან დაწყებისას, უზრუნველყოფენ ჯარების მართვას ოპერაციებში. გარდა ამისა, კავშირგაბმულობის საველე (მოძრავი) ავტომატიზებულ სისტემათა საშუალებები საჭიროა კავშირგაბმულობის სტაციონარული ავტომატიზებული სისტემების და მათი ელემენტების რეზერვირებისთვის, გაზრდის, გაძლიერებისა და კავშირგაბმულობის აღდგენისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები