კათაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათაკი – ინდური კლასიკური ცეკვის ოთხი სკოლიდან ერთი-ერთი. წარმოიშვა ჩრდილოეთ ინდოეთში. აღმოცენებულია სატაძრო ცეკვებიდან რაჯასთანი და უტარ-პრადეში. უძველესი ტრაქტატები ინდური ცეკვის შესახებ, კათაკის აღგვიწერენ როგორც წარმოდგენას, რომელშიც მთხრობელი ყვება სხვადასხვა ისტორიებს ღმერთ კრიშნაზე. თხრობას ახლავს ამ შინაარსის სიმბოლური ჟესტებით ასახული ცეკვა. მუსლიმების მიერ ინდოეთის დაპყრობის შემდეგ, კათაკის ხელოვნება დაეცა და დაკნინდა. მე-17 საუკუნეში კათაკი აღორძინდა. რელიგიურმა ცეკვამ შეიძინა არისტოკრატიული ხასიათი. თანამედროვე კათაკი შედგება ორი ნაწილისაგან: წმინდა ცეკვა (ურთულესი რიტმული მოძრაობები) და პანტომიმური წარმოდგენისაგან, სადაც ასახულია ყოფითი სცენები და ეპიზოდები კრიშნას შესახებ შეთხზული ლეგენდებიდან. სიმბოლური ჟესტები დაყვანილია მინიმუმამდე.

კათაკი, უმეტესწილად, „ნატიაშასტრას“ კანონებს ემყარება, ხოლო გრიმი წარმოშობილია დემონების და ღმერთების ნიღბებისაგან, რაც დამახასიათებელი იყო ხალხური თეატრისათვის უძველეს წარსულში.

კათაკის მსახიობთა არსენალში 500-ზე მეტი სიმბოლო-ჟესტია, რომელსაც მუდრა ჰქვია. მუდრას კომბინაციებით მსახიობს შეუძლია უსიტყვოდ მოუთხროს მაყურებელს ვრცელი ისტორია, რაც იოგების რთული სისტემით მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად მიიღწევა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები