კაიზერი გეორგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგ კაიზერი

გეორგ კაიზერი – (გერმ. Georg Kaiser, 1878-1945), გერმანელი დრამატურგი. ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

ადრეული დრამები: „ებრაელის ქვრივი“, „მეფე-რქოსანი“, „დავითი და გოლიათი“; ტრაგიკომედია „რექტორი კლეისტი“. ამ პიესებში გამოყენებულია ლეგენდარული სიუჟეტები, სადაც გრძნობების ბობოქრობა წარმოსახულია როგორც პირველსაწყისი სტიქიური, ყოვლისმომცველი ძალა. პიესაში „ევროპა“ ასახულია ესთეტიზმის უარყოფითი მხარეები. შემოქმედების მეორე პერიოდში იგი წერს ისტორიულ პიესას „კალეს მოქალაქეები“, სოციალურ თემატიკას ეხება პიესები „დილიდან შუაღამემდე“, „ჯოჯოხეთი, გზა, მიწა“. შემდეგ დრამატული ტრილოგია „მარჯანი“, „გაზი I“, „გაზი II“. ამ პერიოდში განსაკუთრებით მკაფიო ხდება მისი ექსპრესიონისტული ესთეტიკა. ამის შემდეგ იგი წერს კომედიებს: „აქვე“, „გაქცევა ვენეციაში“, „ბულვარულობა“. ფაშიზმის აღზევება აბრუნებს პოლიტიკურ თემებთან და სატირასთან: „ოქტომბრის დღე“, „მისისიპი“, „ტყავის თავები“. 1938 წელს იგი მიდის ემიგრაციაში, ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ შვეიცარიაში. ემიგრაციაში წერს 13 დრამას, მათ შორის „ჯარისკაცი ტანაკა“, „ორჯერ ამფიტრიონი“, „ნაპოლეონი ახალ ორლეანში“ (და სხვ).




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები