კანკანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კანკანი – (ფრანგ. cancan, ჭორაობა, სკანდალი), ფრანგული სამეჯლისო ცეკვა სწრაფი მოძრაობით, ორწილად ზომაში. მისი დამახასიათებელი პა–ფეხის მაღლა ატყორცნა წარმოიშვა პარიზში XIX საუკუნის 30-იან წლებში. მოგვიანებით სრულდებოდა ოპერეტებში. საოპერეტო სცენიდან გადავიდა კაფე-შანტანის ესტრადაზე.