კანტიკუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კანტიკუმი – (ლათ. canticum), ძველ რომაულ დრამაში – მოქმედი პირების მონოლოგი. სრულდებოდა მომღერლების მიერ ფლეიტების თანხლებით; ამათგან ერთს მელოდია მიჰყავდა, მეორე კი თანხლებას უკეთებდა. კანტიკუმი გამოირჩეოდა ემოციური დაძაბულობით მეტრული მრავალფეროვნებით და შემოჰქონდა რომაულ დრამაში სასიმღერო, ლირიკული საწყისი.