კაოლინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაოლინის ღია კარიერი

კაოლინი (ჩინ. kao lin < ჩინეთის პროვინცია ცზიან ცის ადგილ-~მდებარეობის სახელის მიხედვით) – თეთრი ცეცხლგამძლე თიხა, რომელიც მიიღება მინერალ კაოლინიტისაგან. მისი ჩამოყალიბება ხდება გრანიტის, გნეისისა და სხვა მინდვრის შპატის შემცველი მთის ქანების დაშლის (გამოქარვის) შედეგად. კაოლინის ძირითადი თვისებებია: მაღალი ცეცხლმედეგობა, დაბალი პლასტიკურობა და შემკვრელობის უნარი. გამდიდრებული კაოლინი გამოიყენება, როგორც ნედლეული, შემდეგი მასალების წარმოებაში: ფაიფური, ქაშანური, ქაღალდი, მუყაო, რეზინი, პლასტმასი, თხელი ელექტროტექნიკური კერამიკა, ულტრამარინები, პესტიციდები, პარფიუმერია, კოლენკორი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები