კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ყოფ. მაგნეტური ობსერვატორიის მთავარი შენობის სამხრეთ აღმოსავლეთით 200 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (9,55X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე.წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკის დონიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.