კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფირება – (mapping, map (atlas) compilation), რუკის, ატლასის და სხვა კარტოგრაფიული ნაწარმოების შედგენის პროცესების, მეთოდების და ტექნოლოგიების ერთობლიობა. მასშტაბის მიხედვით განასხვავებენ: მსხვილმასშტაბიან, საშუალომასშტაბიან და წვრილმასშტაბიან კარტოგრაფირებას; ობიექტის მიხედვით – ასტრონომიულს, პლანეტარულს, დედამიწისეულს; მეთოდის მიხედვით - მიწისზედას, აეროკოსმოსურს და წყალქვეშას. არის ზოგადგეოგრაფიული და თემატური კარტოგრაფირება. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული თემატური კარტოგრაფირება.