კარტოგრაფიული კარტოთეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფიული კარტოთეკა — (cartographic card index, map card index)
1. სისტემაში მოყვანილი ბარათების ერთობლიობა, მოიცავს ინფორმაციას კარტოგრაფიულ ნაწარმოებებსა (რუკები, ატლასები) და ლიტერატურაზე, დალაგებულს თემატიკის, ტერიტორიის მომცველობის, დანიშნულების მიხედვით, ანბანისა და ქრონოლოგიის დაცვით;
2. კარტოგრაფიული ნაწარმოებების და დოკუმენტების შენახვის, კატალოგიზაციისა და ძიების კომპიუტერული სისტემა.