კარტოგრაფიული მოდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული მოდელი – (cartographic model), რუკა, როგორც კარტოგრაფიული მოდელი, სინამდვილის ობიექტების სივრცე-დროითი, ნიშნობრივი, აბსტრაჰირებული და განზოგადებული გამოსახულებაა. რუკით განისაზღვრება ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები), სიმაღლე ზღვის დონიდან, სახელმწიფოების, ოკეანეების, ზღვების, ტბების, წყალსაცავების ფართობები, მდინარეთა სიგრძე, ეროზიული ქსელის სიხშირე და სხვ. ყველა ამ შემთხვევაში რუკაზე რაოდენობრივი მახასიათებლებით სივრცეა წარმოდგენილი, რომლის შინაარსი ახსნილია პირობით აღნიშვნებში. რუკას, როგორც მოდელს, ახასიათებს: მიმოხილვითობა, თვალსაჩინოება, გეომეტრიული მსგავსება, გეოგრაფიული შესაბამისობა, მეტრიულობა, ინფორმაციულობა.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები