კარტოგრაფიული სამსახური
კარტოგრაფიული სამსახური – (mapping agency), ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს ზუსტი და თანამედროვე რუკებით უზრუნველყოფაზე. კარტოგრაფიული სამსახური გაერო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც კოორდინაციას უწევს კარტოგრაფიულ საქმიანობას საერთაშორისო დონეზე: საერთაშორისო რუკების შედგენას და გამოცემას, გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტების დადგენას, ქმნის ლექსიკონებს და ცნობარებს კარტოგრაფებისთვის. კარტოგრაფიული სამსახური არსებობს ყველა სახელმწიფოში, ვინაიდან კარტოგრაფია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგია. აშშ-ში არსებობს გეოგრაფიული სივრცის დაზვერვის ნაციონალური სააგენტო, რომლის ამოცანაა სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის კარტოგრაფიული ინფორმაციის მიწოდება. სააგენტო შეიქმნა 1996 წელს იმ სამსახურების ბაზაზე (სამხედრო კარტოგრაფიული სამმართველო, აეროფოტოსურათების დეშიფრირების ნაციონალური ცენტრი), რომლებიც აშშ არმიისათვის ქმნიდნენ კარტოგრაფიულ პროდუქციას.