კარტოგრაფიული ფონდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფიული ფონდი – (stock of maps, inventory of maps), დაწესებულებაში თავმოყრილი კარტოგრაფიული ნაწარმოებები, რუკები და ატლასები. ფონდი არის უნივერსალური (თემატიკით, სივრცის მომცველობით, დანიშნულებით) და სპეციალიზებული (რომელიმე თემატიკის ან დანიშნულების), მაგ.: ტოპოგრაფიული რუკები, გეოლოგიური რუკები, საგზაო რუკები და სხვ.