კარტოგრაფიული ხაზვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფიული ხაზვა – (cartographic drawing), რუკის შედგენა და გაფორმება ტრადიციული მეთოდით. ორიგინალზე ყველა ელემენტის ზუსტი გრაფიკული გამოსახვა და გაფორმება ფანქრით, კალმით, სახაზავით ან გრავირების ხელსაწყოებით. დღეს ეს პროცესები სრულდება კომპიუტერზე, რაც შემსრულებლისგან მოითხოვს გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ განათლებას, სპეციალური კარტოგრაფიული და გრაფიკული პროგრამების ცოდნას.