კარტოდიაგრამა – (diagram map, diagrammatic map), რუკა, რომელიც მოვლენის გავრცელებას ასახავს სხვადასხვა სახის დიაგრამით – სვეტოვანით, წრიულით, კვადრატულით, მეტწილად ადმინისტრაციული ან სხვა ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში. ხშირად იყენებენ სოციალური და ეკონომიკური რუკების შესადგენად.
წყარო
გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი