კარტოსქემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოსქემა – (schematic map, sketch map), დაბალი სიზუსტის რუკა, რომელსაც არ აქვს კარტოგრაფიული ბადე და არ არის დაცული მასშტაბი. სქემატური გამოსახულება შექმნილია მარტივი სახვითი საშუალებებით და იძლევა წარმოდგენას საგნების ან მოვლენების მხოლოდ არსებით მხარეებზე.