კარწახის ჭაობის აღკვეთილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარწახის ჭაობის აღკვეთილი – აღკვეთილი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სოფლებს კარწახსა და ფილიპოვკას შორის, სულდის ჭაობიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ მანძილზე. ფართობია 158 ჰა. დაარსდა 2011 წელს. მარაგდება მცირე ზომის ნაკადულებით. წყლის გამოდენა ჭაობიდან ხდება ხელოვნური არხით, რომელიც სოფ. კარწახის გავლით, ჩაედინება კარწახის ტბაში. აღკვეთილში მრავალი გადამფრენი ფრინველია, განსაკუთრებით შემოდგომაზე, მიგრაციების პერიოდში.