სულდის ჭაობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულდის ჭაობი – ჭაობი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოფელი სულდიდან დასავლეთით 2.5 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე. მოქცეულია სოფლების ბოზალის, მიასნიკიანისა და სულდის ტერიტორიებს შორის. დასავლეთიდან ესაზღვრება მურდკვალის ქედი. მოიცავს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიას. გრძელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. ფართობია 320 ჰა. დაარსდა 2011 წელს.

ჩრდილოეთ მხარეს აგებული იყო მცირე კაშხალი, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. სულდის ტაფობი მდინდარე ქოდალის (მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი) შუა დინებაშია, ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე. აქვს ბრტყელი დაჭაობებული ფსკერი. უმთავრესად კოლბოხოვანი დაჭაობების შედეგადაა წარმოქმნილი. დაფარულია უხვი და მაღალი ბალახნარით, რომელსაც ისლის სახეობები ქმნის. მიმდებარე ტერიტორია ინტენსიურად გამოიყენება საძოვრებად და სათიბებად. მიდამოები უტყეოა. ზოგ ადგილებში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე (თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა. ბუჩქნარები – ასკილი, ჟოლო). სულდის ჭაობზე 15 სახეობის ფრინველი იქნა აღრიცხული, მათგან 8 წყალმცურავი: ხუჭუჭა ვარხვი (Pelecanus crispus), თეთრი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), იშხვარის, ანუ თეთრი ლაყლაყი (Ciconia ciconia), შავი ყარყატი (Ciconia nigra), თეთრი ყანჩა (Egretta alba) და იხვი (Anas spp.) ღალღა (Crex crex), მელოტა (Fulica atra), თოლიები, ბეღურები და მრავალი სახეობების მტაცებელი ფრინველი.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები