სულდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სულდა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე, თემის ცენტრი (სოფლები: ბოზალი, დადეში, მიასნიკიანი), ზღვის დონიდან 1870-2025 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 20 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 915. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002). სოფელში არის პემზისა და პერლიტის საბადოები. დგას სომხური ეკლესია. ერ-ერთ კედელზე ქართული წარწერაა.