კასპიის და შავი ზღვის ქაშაყების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Alosa fallax

კასპიის და შავი ზღვის ქაშაყების გვარი – Caspialosa Berg 1913

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი

ამ გვარის თევზების მუცელი გვერდებიდან შებრტყელებულია, ყელიდან მოყოლებული ანალური ფარფლის დასაწყისამდე. სხეული შემოსილია ქაცვისებური ქერცლაკებით. მაგარი, მკაფიოდ გამოსახული მუცლის ქაცვები თავისუფალია (ე. ი. კვალში არ არიან ჩაწყობილი) და რიცხვით 29- 36-ია. ზურგის ფარფლის დასაწყისი დინგის წვეროსთან უფრო ახლოა, ვიდრე კუდის ფარფლის ფუძესთან, მასში II–V, 11–16 სხივია. ზურგის ფარფლის ფუძე მოთავსებულია კვალში, რომელიც გაფართოებული ქერცლებითაა წარმოქმნილი. ზურგის ფარფლის უკანასკნელი სხივი გამოშვერილი (წაგრძელებული) არაა. მუცლის ფარფლები 18–9 სხივებითაა აღჭურვილი და მათი დასაწყისი ზურგის ფარფლის ქვეშ ან, უფრო ხშირად, რამდენადმე მის უკან – ზურგის ფარფლის წინა მესამედის ქვეშაა. ანალურ ფარფლში II–IV, 15-20 სხივია, ანალური ფარფლის .უკანასკნელი ორი სხივი გამოშვერილი (წაგრძელებული) არ არის. კუდის ფარფლის ორივე მხარის ფუძესთან თითო წაგრძელებული ქერცლია. კბილები სახნისის ძვალზე ყოველთვის აქვს (ზრდასრულ ფორმებში ისინი სუსტადაა განვითარებული), კბილები მას ყბების, სასის ძვალზე და ენაზეც გააჩნია, ყბებშორის ძვალზე შესამჩნევი ნაჭდევი აქვს, პირი წინაა და დიდია. ქვედა ყბის თავის ქალასთან შესახსრების ადგილი თვალის უკანა კიდის ვერტიკალს სცილდება. თვალებზე კარგად აქვს განვითარებული ქუთუთოები.

ამ გვარში 12 სახეობამდეა გაერთიანებული, რომლებიც გავრცელებულია კასპიისა და შავ ზღვებში. ისინი მომლაშო წყლის.გამავლელი თევზებია. საქართველოს იქტიოფაუნას მიეკუთვნება შავი ზღვის ოთხი ქვესახეობა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები