კატუკია თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეა კატუკია

თეა კატუკია − (Tea Katukia) 2019-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში

დაიბადა: 28 მაისი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1995ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე ორწლიანი სწავლის შემდეგ, თეა კატუკიამ სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში; 1996 − დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში (Panthéon-Assas); 2001 − მან წარჩინებით დაასრულა სორბონას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:

  • 1999-2001 − მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები„ (Sources d’Europe);
  • 2001-2002 − ხელმძღვანელობდა ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიას და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს;
  • 2002-2003 − ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს, ევროკომისიის ეგიდით განსაზღვრული მისიის ხელმაღვანელის როლში;
  • 2003-2007 − თანამშრომლობდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთ პარლამეტართან;
  • 2004-2011 − საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს, გენერალური დელეგატის რანგში;
  • 2011-2019 − გენერალური მდივნის რანგში შეუერთდა საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხებში სპეციალიზირებულ პრეს-ჯგუფ Areion Group-ს; იგივე წლებში, თეა კატუკიამ საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა ინოვაციის, მდგრადი განვითარების და ლურჯი ეკონომიკის თემატიკებისადმი მიძღვნილ ორ საერთაშორისო ჟურნალს Green innovation და Blue innovation;
  • 2012 − გახდა საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ცენტრის (CAPRI) გენერალური მდივანი;
  • 2012 − ელჩად დანიშვნამდე უძღვებოდა პრეს-ჯგუფ Areion Group-ის ჟურნალ დიპლომატიის DIPLOMATIE რედაქციას, მთავარი რედაქტორის რანგში.

ფლობს: ქართულ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები