კახეთის სამთავრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კახეთის სამთავრო (ანუ საქორეპისკოპოსო) – პოლიტიკური ერთეული ფეოდალური ხანის საქართველოში. მოიცავდა მდინარეების: თერგის, ასის, არღუნის, ანდის ყოისუს, ალაზნის (ზემო წელის), ივრისა (ზემო და შუა წელის) და აღსტაფის აუზებს (ცენტრი – თიანეთი).
სამთავრო აერთიანებდა ახლანდელი გარე კახეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ერწო-თიანეთს, აგრეთეე ხევს, ფხოვს, თუშეთს და ქვემო ქართლის ნაწილს.