კეთილდღეობის მაკონტროლებელი პროგრამები
კეთილდღეობის მაკონტროლებელი პროგრამები - (welfare control programs), ფართოდ გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და შედგება სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართულ და სადაზღვევო ტიპის სახელმწიფო პროგრამებისაგან.
სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა ითვალისწინებს მიმდინარე საჭიროებებს. დახმარების მიღების უფლება დამოკიდებულია შემოსავლებისა და დანაზოგის სიდიდეზე.
სადაზღვევო ტიპის პროგრამები გათვალისწინებულია იმისათვის, რომ ოჯახებმა და ცალკეულმა პირებმა განსაზღვრულ პირობებში შეინარჩუნონ გარკვეული ცხოვრების დონე. გარდა ამისა, არსებობს საკმაოდ ფართო მასშტაბის კერძო პროგრამები - კერძო საპენსიო სისტემები, რომლებიც ფინანსდება დაქირავებულთა სახსრების ხარჯზე.
სიღარიბესთან ბრძოლისათვის გამოიყენება კვების ტალონები. ეს არის უნივერსალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს ყველას მათ, რომელთა შემოსავალი დაბალია სიღარიბი სოფიციალურ მონაცემებზე, სიღარიბის ზღვარზე.
აშშ-ში 1960-იანი წლებიდან ცნობილია სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სოციალური პროგრამა - „მედიკერი” («medicare») და მოსახლეობის ნაკლებუზრუნველყოფილი ფენების დაცვის სოციალური პროგრამა - „მედიკეიდი” («medicade»). ამჟამად აშშ-ში სოციალურ პროგრამებზე იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 11%.