კერამიკული ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერამიკული ფერწერა – სრულდება ისეთი საღებავებით, რომლებიც უძლებენ კერამიკული ნაკეთობების გამოწვას. საღებავების ძირითად მასალად გამოიყენება ლითონთა ჟანგეულები. უძველესი დროიდან გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობათა ფერადი ჭიქურითა და მინანქრით მოსართავად. აგრეთვე ჭურჭლეულის მოსახატავად, რომელიც სრულდება სხვადასხვა ხერხით: ანგობით მოხატვა (ფერადი თიხით) ფაიფურისა და ქაშანურის ჭიქურისებრ მოხატვა და მინანქრული ფერწერა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ანტიკურ ლარნაკხატულობას, სადაც შავი ლაქი გამოიყენებოდა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები