კერძთშორისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კერძთშორისი“ – (თარგმანი (კალკა) ფრანგ. entremets, entre – შორის და mets –კერძი, საჭმელი), მე-14-16 საუკუნეებში საფრანგეთში, ინგლისში და იტალიაში თეატრალიზებული სცენა, რომელსაც გაითამაშებდნენ ფეოდალურ სასახლეებში ნადიმის დროს, კერძის შეცვლის წინ.

„კერძთშორისი“ წარმოდგენები ძირითადად იქმნებოდა სიუჟეტებზე რაინდების ცხოვრებიდან, ჯვაროსნულ ლაშქრობებზე. შემსრულებლები იყვნენ მოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები, მოქმედებას ახლდა მუსიკა და ცეკვები (განსაკუთრებით პოპულარული იყო ე.წ. მავრიტანული ცეკვა – მორესკა). ცნობილია ფრანგული „კერძთშორისი“ „თამაში ხოხობის შესახებ“. „კერძთშორისის“ საფუძველზე ინგლისში განვითარდა „ნიღბების“ ჟანრი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები