კეცი (ბუხრის ქვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კეცი − ბუხრის შიდა ქვა, ბუხრის შიდა კედლის ის ნაწილი, რომელზედაც კეცის გასაფიცხებლად მიყუდება ხდებოდა. ბუხარში კეცის ქვაზე ყველაზე მეტი სიმხურვალე მოდიოდა, ამიტომ იგი ცეცხლგამძლე და მასიური ფორმის უნდა ყოფილიყო. მასზე შეშის მიწყობა და ცეცხლის დანთება ხდებოდა. ანთებულ შეშებზე გასახურებლად კეცს მიაყუდებდნენ.
ლიტერატურა
ჩიქოვანი, 1960:100; კახიძე, 1990:79.