კვალიაშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიხეილ კვალიაშვილი − (28 დეკემბერი 1898 – 29 აპრილი 1974, თბილისი), ქართველი საოპერო რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1919-24 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში (ვოკალის განხრით). 1925-26 მუშაობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. 1926-იდან იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორია, დადგა: ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „მაზეპა“, „პიკის ქალი“, ბოროდინის „თავადი იგორი“, როსინის „სევილიელი დალაქი“, პუჩინის „ბოჰემა“ და სხვ. 1939-40 მუშაობდა სსრკ დიდ თეატრში. მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ დიდი თეატრის სცენაზე დადგმაში. ავტორია მემუარების ორი წიგნისა (რუსულ ენაზე. I-1969, II-1975), რომლებიც ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.