კვირიონისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირიონისებრნი (ლათ. Meropidae) − ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ოჯახი შეიცავს მომცრო და პატარა ზომის ფრინველებს, რომელთაც აქვთ გრძელი და რამდენადმე ქვემოთ რკალისებურად მოხრილი ნისკარტი, წვეროში კაუჭის გარეშე. პირის კუთხეებთან ძალიან მოკლე ჯაგრისებური ბუმბულებია. ბუმბულსაფარველი მოკლე, საკმაოდ უხეში და მკვეთრი შეფერილობისაა. კუდუსუნის ჯირკვალი შეუმოსავია. პირველი რიგის მომქნევი 10-11-ია, რომელთაგან პირველი ძალიან მოკლეა. საჭის ბუმბულები 12-ია. ფეხები მოკლე და სუსტია. გალო წინიდან დაფარულია განივი ფირფიტებით, ხოლო უკანიდან ბადისებურია. მე-3 და მე-4 თითი ერთმანეთთან შეზრდილია ბოლო ფალანგებამდე, ხოლო მე-2 და მე-3 — მხოლოდ ძირში.

ბინადრობენ უპირატესად ღია ადგილებში, ველებსა და სავანებში. ხშირ ტყეს თავს არიდებენ. მთებში ბუდობენ 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. გადამფრენი ფრინველებია. ბუდობენ ჩვეულებრივად კოლონიებად, სოროებში. დებენ 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველი. საკვებს შეადგენენ უპირატესად სიფრიფანაფრთიანები — კრაზანა, ფუტკარი, აგრეთვე ხოჭოები, რომელთაც იჭერენ ფრენის დროს. გავრცელებული არიან ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში, აფრიკასა და ავსტრალიაში.

ოჯახში 7 გვარი და 23 სახეობაა. საქართველოში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები