კიკნაძე შოთა
შოთა კიკნაძე − (27 აპრილი 1920, სოფ. საღანძილე, ხარაგაულის რ-ნი – 4 აპრილი 1998, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი (1942) და კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (1951, პროფ. ს. ინაშვილის კლასი). 1951-78 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა, მიმზიდველი გარეგნობა.
პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), რობერტი, ონეგინი (ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდის „ტრავიატა“, „ტრუბადური“), ფიგარო (როსინის „სევილიელი დალაქი“), დონ-ჯოვანი (მოცარტის „დონ-ჯოვანი“), ვალენტინი (გუნოს „ფაუსტი“), სილვიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“). მონაწილეობდა ქ. საარბრიუკენში ზ. ფალიაშვილის „დაისისა“ (1973, კიაზოს პარტია) და ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში. ეწეოდა საგასტროლო მოღვაწეობას.