კინემატოგრაფიული ხედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კინემატოგრაფიული ხედი – გამოსახულების შეფარდებითი მასშტაბი კინოკადრში.
კინემატოგრაფიული ხედის შერჩევით რეჟისორი ახორციელებს ეპიზოდის ან სცენის ერთი მონაკვეთის თავისეულ გაგებას, მოქმედების მონტაჟურ გადმოცემას, აგრეთვე აყალიბებს ამ მოქმედების რიტმს, არსებობს ექვსი სახის ხედი ეკრანზე ადამიანის ჩვენებისდა შესატყვისად: 1. შორი ხედი – როცა ნაჩვენებია ადამიანი მთელი ტანით და აგრეთვე მისი გარემომცველი გარემო;
2. საერთო ხედი – ადამიანი მთელი ტანით;
3. საშუალო ხედი – ადამიანი მუხლამდე;
4. პირველი ხედი – ადამიანი წელამდე;
5. ახლო ხედი – ადამიანის თავი;
6 დეტალი.