რიტმი (სპექტაკლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიტმი – (ბერძნ. rhythmos – თანაზომიერება, სიმწყობრე), შეთანხმებული მოძრაობა დროსა და სივრცეში, სცენური მოქმედების ყველა ელემენტების და გამომსახველი საშუალებების თანაზომიერი მონაცვლეობა.

რიტმი დაკავშირებულია აღმავლობასთან ან ვარდნასთან, აჩქარებასთან ან შენელებასთან, ქმედების მდორე ან მძაფრ განვითარებასთან. აქ რიტმი თითქოსდა ერწყმის ტემპს, შეჯერებულია მასთან. ამით აიხსნება სტანისლავსკის მიერ მათი გაერთიანება ტერმინით – „ტემპო-რიტმი“. იგი განასხვავებდა მთლიანად პიესის, ცალკეული როლის, მოქმედების, სიტყვების წარმოთქმის ტემპო-რიტმს, ასევე ეძებდა რთულ ურთიერთკავშირს შინაგან (მსახიობის მიერ ნაგრძნობი ფსიქოლოგიური ამოცანა, ამა თუ იმ ეპიზოდის განწყობილება) პროცესებთან დაკავშირებულ ტემპო-რიტმსა და გარეგან (მაყურებლისთვის განკუთვნილი პერსონაჟის სახასიათო მოძრაობა და ქცევა) ტემპო-რიტმს შორის. ერთსა და იმავე გარეგნულ ტემპში შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა რიტმული აქცენტები (მაგ. პერსონაჟის მიხრა-მოხრა და ჟესტი თვალსაჩინოდ უნდა განსხვავდებოდეს სეირნობის, სამგლოვიარო მსვლელობის და სამხედრო მარშის დროს). კონტრასტის შემთხვევაში, როცა შინაგანი და გარეგანი ტემპო-რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა, წარმოიშვება კომედიური ეფექტი ან დრამატული დაძაბულობა.

რიტმმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ზოგიერთ სიმბოლისტურ და ექსპრესიონისტულ სპექტაკლებში. მეტყველების და მოძრაობის რიტმს უდიდესს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ა. ახმეტელი, ა. თაიროვი. სპექტაკლის ტემპიდან გამომდინარე, მსახიობების მოძრაობას მკაცრ რიტმს უქვემდებარებდა ვ. მეიერხოლდი. არისტოტელემ დრამატული პოეზიის განხილვის დროს („პოეტიკა]]“), პირველყოვლისა, რიტმი მოიხსენია („რიტმი, მეტრი, ჰარმონია“).


იხილე აგრეთვე

ბიომექანიკა

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები