კიოოგენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიოოგენ – შუასაუკუნეების იაპონური ფარსი. ჩამოყალიბდა არისტოკრატულ თეატრ ნოოსთან ერთად მე-14-15 საუკუნეებში. მე-18 საუკუნეში ჰქონდა განსაკუთრებული აღმავლობა.

კიოოგენის წარმოდგენებში საუბრობდნენ უბრალო, სალაპარაკო ენით, რამაც განსაზღვრა მისი პოპულარობა მოსახლეობის მრავალრიცხოვან, დაბალ ფენებში. იგი შედგებოდა სატირული ხასიათის მცირე ზომის ყოფითი სცენებისაგან. მოგვიანებით, კიოოგენის წარმოდგენები, შეცვლილი და მისადაგებული მმართველი წრეების გემოვნებასთან, შევიდა ნოოს თეატრის სპექტაკლებში ინტერმედიის სახით.

პირველხანად კიოოგენ იმპროვიზაციული სანახაობა იყო; პიესის ტექსტები იცვლებოდა იმისდა მიხედვით, თუ ვინ ესწრებოდა სპექტაკლს. საუკეთესო სიუჟეტები და სამსახიობო მიგნებები თაობებს გადაეცემოდა ზეპირი მემკვიდრეობით. კანონიზებული ტრადიციული ტექსტები ჩაწერილ იქნა და საფუძვლად დაედო ცნობილ კრებულს „კიოოგენები“, სადაც შეტანილი 200 პიესა. კიოოგენის წარმოდგენა გრძელდება 10-15 წუთი. მასში მოქმედებს 2-3 პერსონაჟი, სიუჟეტი საინტერესო და დინამიკურია. კიოოგენებს ხშირად იყენებენ მცირე ზომის კომედიებისა და საცეკვაო პიესების სახით კაბუკის თეატრში.

მსახიობები, რომლებიც კიოოგენებში გამოდიოდნენ, გაიყვნენ ორ სკოლად: ოოკურა და იძუმი. ეს სკოლები თანამედროვე იაპონურ თეატრშიცაა შემონახული. კიოოგენმა იარსება მე-17 ს.-ის შუახანამდე.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები