კირბები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირბი (საქართველო, გალის რაიონის სოფ. ოტობაია)

კირბები, კვირბები – (cyrbeis, cyrbis), უძველესი კოლხური გზის მაჩვენებელი რუკები, რომლებიც ქვის დაფების და თიხის ფირფიტების სახით იდგა გზების გასწვრივ. მათზე აღნიშნავდნენ გზებს, მანძილებს და საზღვრებს. ცნობები კირბების შესახებ არის აპოლონ როდოსელის (ძვ.წ. 111 ს.) პოემაში „არგონავტიკა“. კოლხეთზე ძველთაგანვე გადიოდა დიდი, კეთილმოწყობილი სავაჭრო გზა და კირბებს პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა. XX საუკუნის 70-იან წლებში გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ნაპოვნია ქვაზე შესრულებული გამოსახულება, რომელიც კირბს უნდა წარმოადგენდეს (დაცულია გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).






წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები