აბაშიძე კიტა გიორგის ძე
აბაშიძე, კიტა [ივანე] გიორგის ძე (1870, 16(28)/I – 1917, 17(30)/XII) – კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთი-ერთი დამაარსებელი. დაიბადა გურიის სოფ. ლესაში, გურიელების სასახლეში. (კ. აბაშიძის დიდედა, ეკატერინე, ისტორიკოს ნ. დადიანის ასული იყო, ქართული სასულიერო და საერო მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე, რომელმაც შვილებსაც შეასწავლა ქართული ლიტერატურა, ისტორია და გალობა. დედა – ქალი ეკატერინესი, დავით გურიელის ასული – სოფიო, ქართველი დედის შესანიშნავი ტიპი, ცნობილი თავისი სინაზით, გულკეთილობით, მოძმეთა სიყვარულით და ოჯახისადმი თავდადებით; მამა – რაჭის მომრიგებელ-შუამავალი, მეტად კეთილი ადამიანი). ოთხი წლისას მამა გარდაეცვალა, იზრდებოდა მამისეულ სოფ. კაცხში. ხუთი წლისამ ისწავლა წერა-კითხვა, რვა წლისამ – ხუცური. დაამთავრა ქუთაისის პირველი გიმნაზია (პანსიონერად, 1889 წ.). აქ, სწავლის გარდა, წიგნებსაც გულმოდგინედ კითხულობდა და ყველაზე უფრო განათლებულად ითვლებოდა. [ამ ხანებში პანსიონში მოწაფეებმა აღმზრდელი თხოჟევსკი ქართული ენისა და თეატრის გალანძღვისათვის გალახეს. ამ საქმის (გალახვის) მეთაურად დასახეს კ. აბაშიძე, როგორც „ყველაზე უფრო ნიჭიერი, იდეური და გავლენიანი მოწაფე“ და პანსიონიდან გამორიცხეს]. მე-5 კლასიდან მონაწილეობდა უფროსი კლასების მოწაფეთა სალიტერატურო წრეში, რომელიც დააარსა სტუდენტმა იასონ სალაყაიამ [ხელძღვანელობდნენ: გ. წერეთელი, სილ. ხუნდაძე და დ. მიქელაძე. პოლიციის დევნის გამო მალე დაიშალა]. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთი წელიწადი საფრანგეთში დაჰყო. პარიზში ყოფნისას შეისწავლა ფრანგული ენა და ლიტერატურა, განსაკუთრებით ფრანგი კრიტიკოსის, ბრუნეტიერის, კრიტიკული მეთოდი. 1891–1895 წწ. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საზოგადო საქმეებში სტუდენტობის დროიდანვე მონაწილეობდა (1896-1917).
კიტა აბაშიძე სამწერლო ასპარეზზე 1892 წელს გამოვიდა. „ივერიაში“ წერდა მეთაურებსა და სალიტერატურო ფელეტონებს; „მოამბეში“, „ცნობის ფურცელსა“ და სხვა გაზეთებში, აგრეთვე ქუთაისის სოციალ-ფედერალისტურ ორგანოებში – კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს. ხშირად გვარს არ აწერდა. მისი წინასიტყვაობით გამოსულია 10-მდე წიგნი.
მისი ფსევდონიმები იყო: იმ-ამ, ისევ იმერელი, კიტა, ერთი პილატეთაგანი, ამომრჩეველი, კ. ა.
1902 წლიდან შავი ქვის მრეწველობას ხელმძღვანელობდა: გ. ზდანოვიჩთან ერთად ეროვნულ მრეწველობას უცხოელებისაგან თავგამოდებით იცავდა. 1903 წლიდან საბოლოოდ ჩადგა თავისივე უშუალო მონაწილეობით შექმნილ იმ ჯგუფში, რომელმაც პარიზში დააარსა პირველი თავისუფალი ორგანო „საქართველო“, ხოლო საქართველოში ჩამოაყალიბა სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია. ამ პარტიის იდეათა გამარჯვებისთვის კ. აბაშიძე ლეგალურ და არალეგალურ პრესაში და კრებებზე – ჯერ ჭიათურის წრეებში, ხოლო 1905 წლიდან სოციალ-ფედერალისტთა ქუთაისის კომიტეტის წევრობისას მუშაობდა (1904-1916), რომელსაც გ. ზდანოვიჩი თავმჯდომარეობდა.
პირველი რევოლუციის ხანაში (1905–1907) კ. აბაშიძე მხურვალედ მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მოწესრიგებაში: სხვადასხვა საზოგადოებრივმა დაწესებულებებმა მისი გავლენით მთავრობას საქართველოს ავტონომიის შესახებ მოთხოვნები წარუდგინეს. ასეთი მოღვაწეობისათვის 1906 წელს დააპატიმრეს და ჩრდ. რუსეთში გადასახლება მიუსაჯეს (რაც ავადმყოფობის გამო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საქართველოშივე დატოვებით შეუცვალეს). 1912 წელს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს. 1914 წელს აირჩიეს სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ ყრილობაზე მოხსენებაც წაიკითხა: „რეცენზია და თეატრალური კრიტიკა“. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 9 მარტს აირჩიეს ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ამავე წლის მარტში რუსეთის დროებითმა მთავრობამ „ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის“ წევრად დანიშნა (ებარა ამიერკავკასიის სახალხო განათლების გამგებლობა).
კ. აბაშიძე პოლიტიკურად ემხრობოდა საერთაშორისო ფედერაციას, ეკონომიურად – თანამედროვე სოციალური წეს-წყობილების სრულ გარდაქმნას; ცნობილი იყო, როგორც ერთი პირველთაგანი კრიტიკოსი და ნიჭიერი ორატორი, მჭევრმეტყველი (ორატორობა და სჯა-ბაასში გურიელების ორიგინალობა თავისი ბიძის, პოეტ მამია გურიელისგან ჰქონდა გამოყოლილი). ნაწერებში ეხებოდა საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, სარწმუნოებრივ, სახელმწიფოებრივ, მხატვრული მწერლობისა და სხვა საკითხებს.
კ. აბაშიძემ თავისი მდიდარი წიგნთსაცავი ქართულ უნივერსიტეტს უანდერძა. მარიამ ვახტანგის ასულმა და მისმა მეუღლემ ალ. ჯამბაკურორბელიანმა 4000 მანეთი შესწირეს კ. აბაშიძის სახელობის სტიპენდიის დასაარსებლად.
გარდაიცვალა 1917 წლის დეკემბრის 17-ს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მისი მეუღლე იყო ერეკლე II-ის ასულ თეკლეს შვილის – ვახტანგ ორბელიანის შვილიშვილი – თეკლე ნიკოლოზის ასული, თავისი მამიდის – მარიამ ორბელიანის საზოგადო თანამოღვაწე.
სარჩევი |
ცალკე გამოცემულია
1. თ. აკაკი წერეთელი: [სალირიკო პოეზია] / კიტა აბაშიძე – ქუთაისი, 1908. – 52 გვ.;
2. ეტიუდები მე-XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ / კიტა აბაშიძისა. – ტ. 1. – ქუთაისი, 1911. – XIV, 275 გვ.; ტ. 2. – ქუთაისი, 1912. – 283 გვ.
3. ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ ეგე! / ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო. – 1913. – 48 გვ.;
4. ილია და აკაკი / „ორი სიტყვა“. – თბ., 1915. – 24 გვ.;
5. ევოლუცია სალირიკო პოეზიისა საფრანგეთში XIX საუკუნეში. – ქუთაისი, 1919. – 88 გვ.
სხვადასხვა კრებულებში
1. ბარათაშვილი, ნიკოლოზ. ლექსები: ავტორის ბიოგრაფიით და [სპ. ჭელიძის] წინასიტყვაობით, რომელშიც მოთავსებულია კიტა აბაშიძის და სხვათა აზრი ნ. ბარათაშვილზე და მის პოეზიაზე. – ბათუმი, 1904. – 50, [4], 100 გვ.;
2. ქება-ქებათა, თქმული სოლომონისი [და სულამიტ. ლირიკული პოემა ა. შანშიაშვილისა] / [წინასიტყვ. კიტა აბაშიძისა]. – ტფ., 1909. – 31 გვ.;
3. გაბაშვილი, ეკატერინე. თხზულებები / [წინასიტყვ. ავტ. კიტა აბაშიძე]. – ტფ., 1910. – XXXVI, 584, II გვ.;
4. ახნაზაროვი, არტემ. ლექსები და სცენები. – კრ. 1 / კიტა აბაშიძის წინასიტყვაობით. – ტფ., 1912. – 318 გვ.;
5. ჭავჭავაძე, ილია. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი. – ტ. I. – ტფ.: მ. გედევანიშვილის გამოცემა, 1914. – დანართი: „ილია ჭავჭავაძე (კრიტიკული მიმოხილვა)“: კიტა აბაშიძე. – გვ.: LXXXVII-ჩXVIII;
6. კლდიაშვილი, დავით. მოთხრობები. – ტ. I: კ. აბაშიძის და ი. გომართლის კრიტიკული წერილების ზედ დართვით. – ტფ., 1920. – 258 გვ.
გამოქვეყნებულია
1. „მოამბის“ მორალისტები // ივერია. – 1894. – № 193;
2. მოძღვრება ევოლუციისა კრიტიკაში // ივერია. – 1894. – № 165, 166;
3. ნიმუში ჩვენებური პოლემიკისა // ივერია. – 1894. – № 217;
4. უმეტესად „ცხოვრება და ხელოვნებას“ სათაურით: ახალი მიმართულება საფრანგეთის ლიტერატურაში // მოამბე. – 1894. – № 8, 9;
5. ევოლუცია სალირიკო პოეზიისა საფრანგეთში მე-19 საუკ. // მოამბე. – 1895. – I, II;
6. „განდეგილი“, თავ. ილ. ჭავჭავაძის [კრიტ. ეტიუდი] // მოამბე. – 1896. – 9, 10;
7. ლაზარე, შანგპლერისა [თარგმ.] // მოამბე. – 1897. – № 7;
8. პოლ ერვიეს პიესა „ბრჭყალების“ ბიბლიოგრაფია // მოამბე. – 1897. – № 10;
9. სასაფლაო [თარგმ.] // მოამბე. – 1897. – XI;
10. ჩვენი ახალგაზრდობა // მოამბე. – 1897. – № 7, 10;
11. თ-დი ალ. ჭავჭავაძე // მოამბე. – 1898. – № 4;
12. თ-დი გრ. ორბელიანი // მოამბე. – 1898. – V;
13. თ-დი ი. ჭავჭავაძე // მოამბე. – 1898. – № 8, 9;
14. თ-დი ნ. ბარათაშვილი // მოამბე. – 1898. – № 6;
15. თ-დი აკაკი წერეთელი და მისი თავის მართლება // მოამბე. – 1899. – № 12;
16. თ-დი აკაკი წერეთელი და ქუთაისის ბანკი // მოამბე. – 1899. – № 8;
17. ქ-ი ეკ. გაბაშვლის საყმაწვილო მოთხრობანი // მოამბე. – 1899. – № 12;
18. 1899 წლის ქართული სიტყვაკაზმული მწერლობა // მოამბე. – 1900. – № 2;
19. ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან // მოამბე. – 1900. – № 7, 10. 11;
20. ტოლსტოის ახალი რომანი „აღდგომა“ // მოამბე. – 1900. – № 5, 6;
21. ორი მეგობარი [თარგმ.] // მოამბე. – 1901. – № 6, 7;
22. საფრანგეთის მწერლის აზრი იბსენის შესახებ // ცნობის ფურცელი. – 1901. – № 112, 114;
23. ჩვენი თეატრის საქმეები „ღალატი“ ტრაგედია თ. სუმბათაშვილისა // მოამბე. – 1904. – № 5;
24. პოლიტიკური რომანტიზმი // მოამბე. – 1905. – № 1;
25. სალიტერატურო მიმოხილვის მაგიერი // დროება. – 1909. – № 1;
26. ყაზბეგი, ა. [ა. მოჩხუბარიძე] // დროება. – 1909. – № 158, 160, 161, 178, 180, 183, 185, 187, 189, 191, 194;
27. სალიტერატურო მიმოხილვა // დროება. – 1910. – № 3, 4;
28. ნაფიქრები და განცდილი მოგზაურობის დროს // სახალხო გაზეთი. – 1912. – № 679, 680;
29. წერილები უცხოეთიდან. ათინა – ოლიმპია // სახალხო გაზეთი. – 1912. – № 710, 711, 716–720;
30. „ცხოვრება და ხელოვნება“ / 1912 წ. ლიტერატურის მიმოხილვის მაგიერი. „გრდემლის“ კრებულები, ჩვენი ახალგაზრდა მწერლები ა. შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი, ა. ჭუმბაძე, ჯ. ჯორჯიკია და სხვ. // სახალხო გაზეთი. – 1913. – № 888, 891, 894, 901, 902, 904, 905.
მის შესახებ
1. ფურცელაძე, ანტონ. ბ. კიტა აბაშიძეს // ივერია. – 1894. – № 221;
2. დუტუ მეგრელი // კვალი. – 1896. – № 19. – გვ. 4;
3. მახარაძე, ფ. მეცნიერება გაკოტრდა თუ მეტაფიზია [ბრიუნეტერის დაცვის გამო ჩვენში] // კვალი. – 1896. – № 13-15;
4. კიტა აბაშიძე და ჩვენი ახალგაზრდობა // კვალი. – 1897. – № 46;
5. გომართელი, ივ. კრიტიკული შენიშვნები // კვალი. – 1898. – № 41, 43;
6. საზღვარგარეთელი ნოე ჟორდანია [კიტა აბაშიძე და მისი ფარ-ხმალი] // აკაკის კრებული. – 1899. – № 9. – გვ. 82-106;
7. აკაკი. ორკიტაობა // აკაკის კრებული. – 1900. – №3-4. – გვ. 147-152;
8. კვალი. – 1900. – № 14. – გვ. 219-220; № 17, 18; 1921. – № 3, 4, 14;
9. გომართელი, ივ. // კვალი. – 1901. – № 15-18;
10. ქვარიანი, სიმონ. სამი გმირი: ბ. ბ. გ. ზდანოვიჩი, კიტა აბაშიძე და რგანელი [ნიკიტინი]. – ქუთაისი, 1902. – 73 გვ.;
11. ჯორჯაძე, არ. რატომ არის საჭირო კიტა აბაშიძის გამარჯვება // სახალხო გაზეთი. – 1912. – № 724;
12. უზნაძე, დ., გამსახურდია, კ., იოსელიანი, ალ., გველესიანი, გრ., კლდიაშვილი, დ., დეკანოზიშვილი, ან., ზ-შვილი, ივ., სულხანიშვილი, გ., ფირცხალავა, ს., ჯაფარიძე, ტ., დუბროვსკი, ნ. და სხვ. // სახალხო საქმე. – 1917. – № 127-134;
13. ჭუმბურიძე, გ. კიტა პარტიის გარეშე // ხალხის მეგობარი. – 1917. – № 66;
14. ჩიქოვანი, ს. მოხსენება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 20, 21.
ლიტერატურა
1. სახალხო გაზეთი. – 1912. – № 725;
2. თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 15, 17; 1917. – № 45;
3. სახალხო ფურცელი. სურათებიანი დამატება. – 1915. – № 79;
4. ერთობა. – 1917. – № 222;
5. საქართველო. – 1917. – № 60;
6. ჩვენი მეგობარი. – 1917. – № 306;
7. ასლანიშვილი, სოსო. გ. დეკანოზიშვილი და ჩვენი პარტია // ტრიბუნა. – 1922. – № 348;
8. ხუნდაძე, ს. სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში. – ტ. I: ბურჟუაზიულ-უტოპიური სოციალიზმი საქართველოში. – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ. 59;
9. ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – XIX, 307 გვ.;
10. კლდიაშვილი, დავით. მოთხრობები. პიესები. მემუარები. – ტ. II / პ/მგ. რედ.: ს. კლდიაშვილი. – ტფ.: ფედერაცია, 1935. – გვ. 351;
11. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469;
12. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ. 171.
იხილე აგრეთვე
წყარო
ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952 [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები