კლავესინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლავისინი

კლავესინი ჩემბალო (ფრანგ. clavecin < გვიანდ. ლათ. clavicymbalum <clavis - გასაღები (აქედან კლავიშის სახელწოდება) და cimbalum − ციმბალები, იტალ. cembalo), კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი, რომელსაც რამდენიმე კლავიატურა და რეგისტრი აქვს. ფორტეპიანოს ერთ-ერთი წინამორბედი. ცნობილია XVI საუკუნიდან. კლავესინის ბგერა ბრწყინვალე, მაგრამ ნაკლებ მღერადია. თავდაპირველად ოთხკუთხედის, XVII ს-იდან კი სამკუთხედის ფორმისა იყო. კლავესინის დიაპაზონია 4-5 ოქტავა. საკლავესინო სკოლის დამაარსებელია ჟ. შამბონიერი, გამოჩენილი წარმომადგენლები − ფ. კუპერენი, ჟ. ფ. რამო, დ. სკარლატი. ინტერესი კლავესინისადმი აღორძინდა XX ს-ის დასაწყისიდან. გამოიყენება, როგორც ძველებური, ისე თანამედროვე მუსიკის ნაწარმოებების შესასრულებლად.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები