რამო ჟან ფილიპ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ფილიპ რამო – (24 სექტემბერი 1683, დიჟონი – 12 სექტემბერი 1764, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი.

1738-მდე ცხოვრობდა პარიზში. 1745 სამეფო კარის კომპოზიტორი იყო. დაწერა 48 მინიატიურა კლავესინისთვის (3 კრებული–1706, 1724,1728) და მუსიკალურ-სცენური ნაწარმოებები (ლირიკული ტრაგედია „იპოლიტე და არისია“,1733; „დარდანი“, 1739; ოპერა-ბალეტი „გალანტური ინდოეთი“, 1735 და სხვ.). რამო აღრმავებდა დრამატულ ექსპრესიას, ისწრაფოდა მუსიკალური ენის დემოკრატიულობისკენ. რამოს შემოქმედებაში ორგანულადაა შერწყმული იმდროინდელი ფრანგული და იტალიური მუსიკალური კულტურის მონაპოვარი. რამო XVIII ს. ყველაზე თვალსაჩინო ფრანგი კომპოზიტორია. მისმა ნოვატორულმა ძიებებმა სრულყო და გაამდიდრა საოპერო ჟანრის დრამატურგია. რამოს მუსიკის გამომსახველმა საშუალებებმა განვითარება პოვეს შემდგომ ეპოქაში (ქ. გლიუკი). რამო თვალსაჩინო მეცნიერიც იყო. მისი თეორიული ნაშრომები („ტრაქტატი ჰარმონიის შესახებ“, 1722 და სხვ.) მნიშვნელოვანი ეტაპია ჰარმონიის მოძღვრების განვითარებაში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები