კლიმატოგრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლიმატოგრამა – (climatograph), კლიმატური დიაგრამა, რომელიც გამოსახავს ერთი ან რამდენიმე კლიმატური ელემენტის სივრცით განაწილებას ამა თუ იმ პუნქტში ან ტერიტორიულ ერთეულში ჰისტოგრამის, დიაგრამული ვარდის, ციკლოგრამის ან გრაფიკის სახით. კლიმატოგრამა ხშირად ახლავს კლიმატურ და ბუნებრივი საკვები სავარგულების რუკებს, მაგ.: ატმოსფერული ნალექები და ჰაერის ტემპერატურა.