კოარტიკულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოარტიკულაცია − (ლათ. coarticulation – თანაარტიკულაცია), მეტყველების გარკვეული მონაკვეთის (მარცვლის, სიტყვის) მთლიანი არტიკულაცია. წარმოთქმის პროცესში არ ხდება მარცვალში ან სიტყვაში შემავალ ბგერათა ცალკეული არტიკულაცია. ყოველი წინა ბგერის დამართვა შერეულია მომდევნო ბგერის შემართვასთან, რის გამოც მეზობელი ბგერები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე (ცალმხრივ ან ორმხრივ), ეგუებიან ერთმანეთს. ამგვარი ურთიერთგავლენის, აკომოდაციის შედეგად ერთი ბგერა იძენს სხვა ბგერის თვისებებს, ანუ ბგერის პირველად, ძირითად არტიკულაციას ემატება შეძენილი, მეორეული არტიკულაცია. მაგ., ხმოვანი , რომელიც ხასიათდება მაქსიმალური ღიაობით, საგრძნობლად ვიწროვდება წარმოთქმაში ხმოვნის წინ, რასაც საერთოდ შეიძლება მოჰყვეს ა – ე პროცესი. შდრ. წაიღო → წეიღო. ამრიგად, ბგერათა ურთიერთგავლენა შეიძლება იყოს არა მხოლოდ კონტაქტური, არამედ გავრცელდეს არაუშუალო მეზობლობაში მყოფ ბგერებზედაც, ე. ი. იყოს დისტანციური. მაგ., დისტანციური რეგრესული ასიმილაციის შედეგი ჩანს ფორმებში: შიმშილი → სიმშილი, ჭიშკარი → (ბ)ჭისკარი.

კოარტიკულაციის შედეგად ბგერის მეორეული არტიკულაცია შეიძლება გამოიხატოს როგორც:

ველარიზაციაველარული ბგერის გავლენით წინამავალი არაველარული ბგერა იძენს მეორეულ არტიკულაციას, რაც ვლინდება უკანა ენის მიახლოებით რბილ სასასთან. მაგ., სიტყვებში ბუ, დო, სული, სოლი… , , , თანხმოვნები უ და ხმოვნების გავლენით ველარიზებულია, ე. ი. უკანაენა აწეულია რბილი სასის მიმართულებით. ველარიზებული ბგერები აკუსტიკურად ხასიათდება დაბალი სატემბრო ტონით, რაც დაკავშირებულია ლაბიალიზაციის შედეგად (ბგერების წაშვერა-მომრგვალებით) რეზონატორის დაგრძელებასთან.

ლაბიალიზაცია – რომელიმე არალაბიალური ბგერა კოარტიკულაციით იძენს მეორეულ არტიკულაციას – ბაგისმიერობას. ლაბიალიზებულია ქართულში ყველა თანხმოვანი ო და უ ხმოვნების წინ. მაგ., დ ბგერა, რომლის პირველად არტიკულაციაში ბაგეები მონაწილეობს, ლაბიალური ხმოვნების წინ ლაბიალიზებული ხდება და წარმოითქმის წინ წამოწეული, მომრგვალებული ბაგეებით; შდრ. დ სიტყვებში: დედა, დო, დუმა.

ნაზალისაცია– რომელიმე არანასალურ ბგერას მეზობელი ნასალური ბგერის გავლენით, ე. ი. კოარტიკულაციის შედეგად, ემატება ნაზალური ეფექტი. ამ ეფექტს იწვევს ჰაერნაკადის ნაწილის გასვლა ცხვირში. ნაზალიზაციას განიცდიან ბგერები ნაზალური და თანხმოვნების მეზობლობაში: ამბავი, ანდერძი, ბანი, გემი.

ნ. კიზირია


ლიტერატურა

ახვლედიანი გ.. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები