კოდისწყაროს წმინდა თევდორეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდისწყაროს წმინდა თევდორეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროს სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX სს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (ლავგარდანი, კამარა, საბჯენი თაღი, კონქი) გამოყენებულია კვადრატული აგური. ეკლლესია დაზიანებულია. ადგილობრივმა მოსახლეობამ 1979 წელს ეკლესია შეაკეთა-განაახლა გრძივი კედლების ზედა ნაწილები და კრამიტის სახურავის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთ მთლიან შირიმის ქვაშია ამოკვეთილი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია). საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეს სწორკუთხა ნიშია. ნახევარწრიული კამარა ერთ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სამხრეთის სწორკუთხა სარკმელი შეკეთების დროსაა გაჭრილი, ხოლო დასავლეთის თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) ეკლესიის თანადროულია. მას ქვის საპირე აქვს შემოვლებული და მარტივადაა მოჩარჩოებულო დასავლეთ ფასადზე სარკმლის ცრუ ტიმპანზე გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი, ხოლო ფრონტონზე, აგურის წყობაში, – შეღრმავებული ჯვარი. ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის აღმმოსავლეთ ფასადის კეხზე დგას აგურით ნაწყობი დაბალი სამრეკლო – ოთხ სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი, ორივე მხარეს გახსნილი, ფანჩატური, რომელიც გადახურულია აგურის პირამიდული სახურავით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები