კოლხეთის წვერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლხეთის წვერა – Barbus tauricus Kessler 1877

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვრი: წვერანები

თევზის სახეობა კობრისერბრთა ოჯხიდან. კოლხეთის წვერა ტიპური ფორმიდან უფრო გრძელი მკერდის ფარფლებით განსხვავდება. მათი სიგრძე, ჩვეულებრივ, მკერდისა და მუცლის ფარფლების შუალედ მანძილში 1 1½-1 ⅓-ჯერ თავსდება, მანძილი მკერდის ფარფლების ბოლოდან მუცლის ფარფლის ფუძემდე მკერდის ფარფლის სიგრძეში 2-ზე უფრო მეტჯერ თავსდება. ზურგის ფარფლის წინ ზურგი გვერდებიდან ან სრულიად არ არის შებრტყელებული ან ოდნავაა. თვალის დიამეტრი – თავის სიგრძეში 5-7-ჯერ, დინგის სიგრძეში 2-3-ჯერ თავსდება. ლაყუჩის ჩხირები გარედან 12-ია, შიგნიდან – 17. სხეულზე ზოგჯერ ფარფლებზედაც მუქი წინწკლები აქვს. ზოგჯერ ყველა ფარფლი, ტუჩები და ლაყუჩის აპკები წითელია. სიგრძით 250 -288 მილიმეტრამდე აღწევს.

გავრცელებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში (ჩრდილოეთით, რამდენადაც ცნობილია, მრავლადაა ჭოროხის აუზში, შავ ზღვაში სოჭამდე), მცირე აზიის დასავლეთით შემავალ მდინარეებში მდ. საჰარის აუზამდე. საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მდინარეებში კოლხეთის წვერა ფართო გავრცელებისაა.

გ. პ. ბარაჩის ცნობით, კოლხეთის წვერა აფხაზეთში ფართო გავრცელებისაა, ის ქაშაპთან და ტობთან ერთად ყველგან გვხვდება. მოიპოვება ამტყელის ტბაშიც, მდ. კოდორში სოფელ ლატამდე აღწევს, ხოლო ქვირითობის დროს უფრო ზემოთ სოფ. აჟარამდეც ადის. მდ. ბზიფში გავრცელების ზედა საზღვარი სადღაც ფსხუს ქვემოთაა. კოდორში მსხვილი წვერა წონით 2 კილოგრამამდე გვხვდება.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები