კომბინირებული დაზიანება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომბინირებული დაზიანება - ადამიანებზე, სამხედრო ტექნიკაზე, ნაგებობებსა და მატერიალურ საშუალებებზე საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორის ერთდროული ზემოქმედების შედეგი.

ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად კომბინირებულ დაზიანებას იწვევს ნამსხვრევები, დარტყმის ტალღა და სითბური ენერგია, ხოლო ცეცხლგამჩენი ბომბის და ჭურვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულის გარდა - ცეცხლგამჩენი ნივთიერების წვის ენერგია. ამის შედეგად პირადი შემადგენლობა შეიძლება დაიჭრას, მიიღოს კონტუზია, დამწვრობა, ხოლო ტექნიკა და ნაგებობები, შეიძლება დაზიანდეს, დაინგრეს, დადნეს, დანახშირდეს და აალდეს.

ძლიერი კომბინირებული დაზიანება ხდება ბირთვული აფეთქების დროს. ამ დროს ტრავმებსა და კონტუზიებს, რომელიც პირადმა შემადგენლობამ შეიძლება მიიღოს დარტყმის ტალღიდან, თან ახლავს დამწვრობა სხივური გამოსხივების შედეგად და სხივური დაავადება, გამოწვეული გამჭოლი რადიაციით და ადგილმდებარეობის რადიაქტიული დასნებოვნებით.სამხედრო ტექნიკის და ნაგებობების დარტყმის ტალღისაგან დაზიანებას ემატება აალება სხივური გამოსხივების შედეგად, ასევე რადიოელექტრონული აპარატურის და ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსვლა მათზე გამჭოლი რადიაციის და ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედების შედეგად.

ახალი ფიზიკური პრინციპების იარაღის გამოყენებისას კომბინირებული დაზიანება შეიძლება მოხდეს არა მარტო აფეთქებისაგან, არამედ სხვადასხვა გამოსხივების და იმპულსების ზემოქმედების შედეგადაც.

ობიექტების კომბინირებული დაზიანების ხარისხი ნებისმიერი აფეთქების დროს დამოკიდებულია თითოეული მისი ფაქტორის დამაზიანებელი მოქმედების ზონის ზომებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები