კომპლექსური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომპლექსური რუკა – (complex map, aggregate map), რუკა, რომელზეც გამოსახულია რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული ბუნებრივი ან საზოგადოებრივი მოვლენა, მაგ.: ჰიდროენერგეტიკული რესურსები და ელექტროენერგეტიკა, მევენახეობა და მეღვინეობა, რეკრეაციული რესურსები და საკურორტო მეურნეობა, ჰიდროგეოლოგიური რუკა და ბალნეოლოგიური კურორტები, ბუნებრივი ლანდშაფტები და ეკოტურიზმი და სხვ. კომპლექსური რუკის შედგენა მიზანშეწონილია ანალიზური და სინთეზური რუკების შეთავსებით, რაც კარტოგრაფის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.