კონვერტირებადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონვერტირებადობა - (convertibility, <ლათ. convertere გადაქცევა), ეროვნული ვალუტის უნარი, თავისუფლად გაიცვალოს უცხოურ ვალუტაზე ყველა სახის ოპერაციის დროს და ნებისმიერი ფორმით. ვალუტის კონვერტირებადობის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე, მისი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბზე, შიდა ფულადი მიმოქცევის მდგრადობაზე, ეროვნული ბაზრის განვითარების დონეზე და სხვ.

ვალუტა შეიძლება იყოს სრულად კონვერტირებადი (შექცევადი) - როდესაც მოცემული ქვეყნის ვალუტა იცვლება ნებისმიერ უცხოურზე, ნაწილობრივ კონვერტირებადი (ნაწილობრივ შექცევადი) - როდესაც მოცემული ქვეყნის ვალუტა იცვლება მხოლოდ ზოგიერთ უცხოურ ვალუტაზე და არაკონვერტირებადი (შეუქცევადი) - როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ფულად ერთეულს მთლიანად შენარჩუნებული აქვს სავალუტო შეზღუდვები და არ იცვლება სხვა უცხოურ ვალუტაზე. ქართული ფულადი ერთეული - ლარი ნაწილობრივ კონვერტირებადი ვალუტაა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები