კონვექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონვექტორი − (ინგლ. convector < ლათ. conveho მოტანა, მოზიდვა), გასათბობი ხელსაწყო, რომელშიც სითბო თბომატარებელიდან ან გამაცხელებელი ელემენტიდან გასათბობ სათავსს გადაეცემა კონვექციის გზით. კონვექტორი წარმოადგენს გარსაცმს, რომელშიც ქვევიდან შედის ოთახის ჰაერი, ხოლო ზევიდან ოთახში გამოდის გახურებული ჰაერი (გარსაცმში მოთავსებულია გამხურებელი ელემენტი).