კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონჭკათი

კონჭკათი – სოფელი საქართველოში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კონჭკათი, განთიადი). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მ. ოზურგეთიდან 16 კმ.


სახელწოდება

სახელწოდება კონჭკათი ისევეა წარმოქმნილი გურია-აჭარის ტოპონიმიისათვის ნიშანდობლივი –ათ (-თ) სუფიქსით, როგორც სხვა მრავალი აქაური გეოგრაფიული სახელი: მამა-თ-ი, კვაჭალა-თ-ი… -ათ (||თ) სუფიქსი უპირატესად ანთროპონიმული წარმოშობის ტოპონიმებში დასტურდება და ამა თუ იმ სოფელში ამ გვარის მატარებელი ხალხის სიმრავლეზე მიგვანიშნებს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ კონჭკათიც ასეთივე შინაარსის სახელია. იგე კოჭკა|კონჭკა ეპონიმისაგან უნდა მოდიოდეს. ადგილობრივ მოსახლეობაში კი ასეთი შინაარსის გადმოცემა არის გავრცელებული: „აქ ყოფილან ძველათ რუსის სალდათები. იმათ ცოდნია ცხენების წყალში გარონიება, აბანავებდენ პირუტყვს. იმათი უფროსი ჯდანა თურმე ერთ ნაპირას და რამდენ ცხენსაც გაარონიებდა სალდათი, იმდენს ითვლიდა: კონ-ერთი, კონ-ორი, რვაი, ცხრაიო და მერე – კონ-ათიო! დარქმევია სოფელს კონათი, მერე კი ვინცხას დუურქმევია კონჭკათი“ (აკაკი გლახუნას ძე ლოდია).

კონჭკათის წარმოშობის ხალხური ვერსია, როგორც ვხედავთ, ძალზე ხელოვნური და ნაძალადევია; ანგარიში არ ეწევა იმ გარემოებას, რომ ქართულ ენაში საერთოდ არა გვაქვს რუსული და ქართული სიტყვების შეერთებით მიღებული ტოპონიმები.არც ის არის მხედველობაში მიღებული, რომ ქართულ ორ და მეტ ფუძიან ტოპონიმებში რაოდენობითი რიცხვითი სახელი მხოლოდ სიტყვის თავში შეიძლება შეგვხვდეს და არა ბოლოში, მაგრამ ხალხურ ეტიმოლოგისტს გრამატიკის კანონები დიდად არ აინტერესებს. მისთვის მთავარია ტოპონიმში რაღაცა აზრის, რაღაც წინადადების „წაკითხვა“ და იგი სრულიად საკმარისი ხდება ახალ-ახალი ეტიმოლოგიების შესაქმნელად. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ ფაქტთან გვაქვს საქმე.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები