კოსეკანსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოსეკანსი – ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია. აღინიშნება cosecx სიმბოლოთი (x არგუმენტია); განისაზღვრება ფორმულით: cosecx=1/sinx. კოსეკანსის განსაზღვრის არეა მთელი რიცხვითი წრფე, გარდა წერტილებისა x=πn (nϵ Z).
კოსეკანსი შემოუსაზღვრელი (1≤|cosecx |<∞), კენტი და პერიოდული ფუნქციაა, პერიოდით T = 2π. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის კოსეკანსი ეწოდება ჰიპოტენუზის შეფარდებას ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტთან.
ზოგჯერ კოსეკანსს აღნიშნავენ შემოკლებულად cscx.