კოსმოსური ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოსმოსური ვითარება - ყველა კოსმოსური ობიექტის, კოსმოსური სივრცის, იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კოსმოსური აპარატების (ორბიტული სადგურების, კოსმოსური კომპლექსებისა და სხვა) მომზადებაზე, მსვლელობაზე და ფუნქციონირების შედეგზე.

მასშტაბის მიხედვით კოსმოსური ვითარება შეიძლება იყოს სტრატეგიული და ოპერატიული ან ტაქტიკური. სტრატეგიულია კოსმოსური ვითარება, რომელიც ყალიბდება დედამიწის ირგვლივ, კოსმოსურ სივრცეში და მხარეების კოსმოსური ძალების პოზიციურ რაიონებში. ოპერატიული (ტაქტიკური) კოსმოსური ვითარება იქმნება გარკვეული დროისთვის მხარეების კოსმოსური ძალების ფორმირების ზონაში (რაიონში).

კოსმოსური ვითარების შეფასება მოიცავს კოსმოსური ძალების დაჯგუფებების, იმ ფაქტორებისა და პირობების შესწავლას და ანალიზს, რომლებიც კოსმოსში და კოსმოსიდან ამოცანების შესრულებაზე ახდენენ გავლენას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები