კოსმოსური სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოსმოსური სისტემა - კოსმოსში და კოსმოსიდან გარკვეული სამხედრო და სამოქალაქო ამოცანების გადასაწყვეტად განკუთვნილი დედამიწისეული საშუალებების და კოსმოსური კომპლექსების ერთობლიობა.
განასხვავებენ საინფორმაციო-ტექნიკურ და სატრანსპორტო-ტექნიკურ კოსმოსურ სისტემებს. საინფორმაციო-
- ტექნიკური კოსმოსურ სისტემების მეშვეობით ხორციელდება:
- სხვადასხვა ობიექტის დაზვერვა კოსმოსში და დედამიწაზე;
- ბალისტიკური რაკეტების გაშვების და ბირთვული აფეთქებების აღმოჩენა;
- კავშირგაბმულობის და ტელევიზიის უზრუნველყოფა;
- ნავიგაციის, გეოდეზიის და კარტოგრაფიის ამოცანების გადაწყვეტა;
- ამინდის და ჰიდრომეტეოროლოგიური ვითარების პროგნოზირება;
- დედამიწის ბუნებრივი რესურსების კვლევა, ეკოლოგიური კონტროლი და სხვა.
სატრანსპორტო-ტექნიკური კოსმოსური სისტემები უზრუნველყოფენ ორბიტული საშუალებების ტრანსპორტირებას და მათ მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებას, კოსმონავტების გადაყვანას და ტვირთების გადატანას.